ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ქადაგიძე: ერთი დღე გვაშორებს ისტორიულ შესაძლებლობას თვისობრივად ახალ სახელმწიფოში გავიღვიძოთ!!!

გიორგი ქადაგიძე: ერთი დღე გვაშორებს ისტორიულ შესაძლებლობას თვისობრივად ახალ სახელმწიფოში გავიღვიძოთ!!!
"იგებს პროდასავლური ოპოზიცია, ვიღებთ კოალიციურ მმართველობას, შედეგად
- მინისტრები სხვადასხვა პარტიებიდან, ჯანსაღი კონკურენცია და სწრაფი შედეგების დადების სურვილი;
- კონტროლის პალატაში, პროკურატურაში, ეროვნულ ბანკში და სხვა დამოუკიდებელ ინსტიტუტებში დანიშნული, კომპრომისით შეჯერებული, პროფესიონალები;
- პარლამენტი, როგორც მთავარი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი და რეალური დებატები/ზედამხედველობა/კონტროლი;
- სუსის დეპოლიტიზაცია და პოლიციური სახელმწიფოს დასასრული;
- თავისუფალი სასამართლო, რეალური თვითმმართველობის დასაწყისი, ელექტრონული არჩევნები და ახალი ბევრი მაგარი პროექტი;
- გახსნილი მოლაპარაკება ევროკავშირთან, დასავლელი პარტნიორების განახლებული მხარდაჭერა და მილიარდიან ფონდებთან წვდომა;
- ძველი და ახალი ინვესტორების ოპტიმიზმი, მეგაპროექტები და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა;
ან
სანქციები გარედან, რეპრესიები შიგნით, ეკონომიკური კოლაპსი, კობახიძეღარიბაშვილმდინარაძეკალაძეების უტიფარი ბოდვები და დამატებით ემიგრაციაში წასული ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე.
ერთი დღე გვაშორებს ისტორიულ შესაძლებლობას თვისობრივად ახალ სახელმწიფოში გავიღვიძოთ!!!
ყველანი არჩევნებზე, საქართველო გაიმარჯვებს!!! 🇬🇪🇪🇺🇺🇸🇬🇪🇪🇺🇺🇸🇬🇪🇪🇺🇺🇸" - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქადაგიძე. 
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.