ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ტყემალაძე საქართველოში ჩეხეთის ახალ ელჩს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ, ასევე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე.
„შეხვედრაზე გიორგი ტყემალაძემ პეტრ კუბერნატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გიორგი ტყემალაძემ და პეტრ კუბერნატმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.