ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ტყემალაძე საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს

გიორგი ტყემალაძე საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს.
როგორც გიორგი ტყემალაძე აცხადებს, უკვე 47 წელია უწმინდესი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წინამძღოლობს და მისი ღვაწლი ეკლესიის, ქვეყნის და ხალხის წინაშე ფასდაუდებელია.
„25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა. იგი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მრავალი წელია თითოეული ქართველისთვის თავმდაბლობის, მოთმინების, სულგრძელობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითად იქცა. ვულოცავ მის უწმინდესობას დღევანდელ დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ,”- აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.