ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი სუხიტაშვილი: ხალხო როდემდე უნდა იყოთ მედღეხვალიე ხალხი, ცოტა წინ რატომ არ იხედებით?!

გიორგი სუხიტაშვილი: ხალხო როდემდე უნდა იყოთ მედღეხვალიე ხალხი, ცოტა წინ რატომ არ იხედებით?!
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი:
რაც გარშემო ხდება ამან უნდა მიანიშნოს ადამიანებს, რომ ვინმეს აღიარება და ხოტბის შესხმა იმიტომ რომ დღეს გავლენა და ფული აქვს არ არის მათი დანაშაული ვისაც ეთაყვანებიან, ეს არის გაუაზრებელო და წინდაუხედავი საქციელი მათი მხრიდან ვინც მათ ეთაყვანება.
ამ ხალხის გამო აგინეს შინაურებს, გარეულებს, ოჯახის წევრებს და კაცმა არ იცის კიდევ ვის და ახლა სხედან პირში წყალჩაგუბებულები, შერცხვენილები და დადუმებულები.
ხალხო როდემდე უნდა იყოთ მედღეხვალიე ხალხი, ცოტა წინ რატომ არ იხედებით?!
რამდენ ადამიანს ატკინეთ გული იმ ხალხის გამო რომელსაც ადრეც ფეხებზე ეკიდეთ და ახლა მითუმეტეს.
ახლა რას აკეთებთ, ელოდებით მორიგ "კერპს" რომლსაც უნდა დაემონოთ ?
სულ ცოდა ანალიზის უნარია საჭირო იმისთვის რომ ამას მიხვდეთ...
შეიყვარეთ საკუთარი ოჯახი, საკუთარი ხალხი და ქვეყანა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.