ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლიბერალი ფაშისტების სამიზნე დიდი ხანია არის ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, რომ ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში მის უწმინდესობასა და უნეტარესობაზე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.
მისი თქმით, ეკლესიის დასუსტების მსურველებს, გარდაცვლილი პატრიარქიც კი “ძილს უფრთხობს” და სურთ, რომ ეკლესიაში გარკვეული დისონანსი და არეულობა შეიტანონ, რადგან პატრონების დავალებების თანახმად, მათი მთავარი სამიზნეა ქართველების სულიერი ცხოვრების მოშლა.
“ამ ადამიანებს გარდაცვლილი პატრიარქიც ძილს უფრთხობს, რადგან ეკლესიაა ჩვენი ხალხის გამაერთიანებელი და ახლა უკვე უნდათ, რომ ეკლესიაში შეიტანონ გარკვეული დისონანსი და არეულობის მცდელობები ჰქონდეთ. ბუნებრივია, ასრულებენ თავიანთი პატრონების დავალებებს, იმიტომ, რომ მათი მთავარი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი სულიერი ცხოვრების მოშლა. ამ სულიერი ცხოვრების მესაჭე არის ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია,” – განაცხადა სოსიაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.