გიორგი სიორიძე – „ქართული ოცნება“ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების მტერი – „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ამ ქვეყნის ბელარუსიზაციას ახდენს!

„ქართული ოცნება“ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების მტერი – „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ამ ქვეყნის ბელარუსიზაციას ახდენს! – ეს შეფასება დღეს, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ გააკეთა.
სიორიძის განცხადებით, ხელისუფლების მიმართ წნეხის გაძლიერება არის ბრძოლის შეუპოვრად, თანმიმდევრულად და დაუღალავად გაგრძელება.
„ეს გულისხმობს, როგორც ეროვნულ დონეზე მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობას, ასევე საერთაშორისო დონეზე პარტნიორებთან მუშაობას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გვერდით იყვნენ.
„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც დაუპირისპირდა საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოებრიობას. „ქართული ოცნება“ არის მჩაგვრელი, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის შემომღები, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიული მანქანის გამომყენებელი ძალა.
ამიტომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა იმ ფორმებით, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”