ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი სიორიძე - საზოგადოების ვალია, რომ 12 იანვარს მრავლად გამოვიდეთ საპროტესტო აქციაზე და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მზია ამაღლობელს, რომელიც იბრძვის ჩვენი მომავლისთვის

გიორგი სიორიძე - საზოგადოების ვალია, რომ 12 იანვარს მრავლად გამოვიდეთ საპროტესტო აქციაზე და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მზია ამაღლობელს, რომელიც იბრძვის ჩვენი მომავლისთვის

ერთი წელი გადის მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან - მან სიმბოლურად გააწნა სილა ამ უსამართლობას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეების ვალია მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად 12 იანვარს რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართოს.
„ერთი წელი გადის მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. ეს ქალი იქცა ნამდვილ სიმბოლოდ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის. მან თავისი შეუდრეკლობით, თავისი გაუტეხელობით მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ეს რეჟიმი არის მჩაგვრელი რეჟიმი და სიმბოლურად გააწნა სილა ამ უსამართლობას. ჩვენი, საზოგადოების ვალია, რომ 12 იანვარს მრავლად გამოვიდეთ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე და სოლიდარობა გამოვუხატოთ იმ ადამიანს, რომელიც იბრძვის სწორედ ჩვენი მომავლისთვის, რომელიც არის ჩვენი იმედი და ერთ-ერთი სიმბოლო იმის, რომ არასდროს შევეგუებით რუსულ რეჟიმს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.