გიორგი სიორიძე – „ოცნების” პირობებში ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ სტატისტიკის ნაწილია – დიუშენის მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება ძვირია, მაგრამ საპირწონედ დგას ბავშვების სიცოცხლე

მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება ძვირი ღირდეს, მაგრამ თუნდაც ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის არაფერს უნდა წარმოადგენდეს, როდესაც საპირწონედ დგას ბავშვების სიცოცხლე და მათი ტანჯვის შემსუბუქება, – ამის შესახებ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

სიორიძის თქმით, აღნიშნული პრობლემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება ნათელი დემონსტრირება არის იმის, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფოსთვის “არაფერს წარმოადგენს”.

“დიუშენის სინდრომი არის უიშვიათესი დაავადება და საქართველოში არის ასამდე ბავშვი, რომელთა სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, შესაბამისად, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა, იზრუნოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლეზე. სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” პირობებში ადამიანის სიცოცხლე არის მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკის შემადგენელი ნაწილი.

ეს მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება ძვირი ღირდეს, მაგრამ თუნდაც ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის ეს არაფერს უნდა წარმოადგენდეს, როდესაც საპირწონედ დგას პატარა ბავშვების სიცოცხლე, მათი ტანჯვის შემსუბუქება და დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს ე.წ. ხელისუფლება, ეს არის უბრალოდ დამცინავი. ეს არის იმის ნათელი დემონსტრირება, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე მათთვის არაფერს წარმოადგენს.

საათებზე არის აქ საუბარი და საათებს ვკარგავთ, ბავშვებისთვის თითოეული დღე არის ძვირფასი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, თითოეულმა მოქალაქემ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ იმ ოჯახებს, რომელთათვისაც თითოეული წუთი და საათი არის ძალიან ძვირფასი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ წამალი”, – განაცხადა სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…