გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს

იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდ საჩუქარს უკეთებს.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ გაცხადებული პოზიციაა, ბრძოლა ყველა ფრონტზე, „ქართული ოცნების“ ცვლილება არჩევნების გზით და ამ ბრძოლაში უდანაკარგოდ სიარული, რისთვისაც ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, ყველა კონსტიტუციურ ფორმას ვიყენებთ, მათ შორის, ვდგავართ მშვიდობიან აქციებზე, აქტიურად გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საგარეო პარტნიორებთან. იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება, ახლა ჩვენი პირველადი ამოცანაა, საზოგადოების სწორედ ამ დამთრგუნველი უმრავლესობის მობილიზება არჩევნების დღეს. შესაბამისად, ახლა ვინც თესავს ნიჰილიზმს არჩევნებთან მიმართებაში, ძალიან დიდ საჩუქარს უკეთებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ, „ძლიერი საქართველო – ლელო“ ნამდვილად არ ვაპირებთ დავუთმოთ რამე და მითუმეტეს, ეს ოქროს გასაღები მივართვათ ივანიშვილს“, – განაცხადა სიორიძემ.