გიორგი სიორიძე – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით ვერ სარგებლობენ რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური სისტემების მსგავსი ქვეყნები, როგორადაც ივანიშვილმა საქართველო გადააქცია

ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საფრთხის წინაშე დამდგარიყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უნიკალური შესაძლებლობა. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით ვერ სარგებლობენ რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური სისტემების მსგავსი ქვეყნები, როგორადაც ივანიშვილმა საქართველო გადააქცია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის გაუქმებით საქართველოს მოქალაქეები ბევრ პრივილეგიას დაკარგავენ, რაც გაზრდის უმუშევრობასა და სიღარიბეს.
„მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობელი სომხეთი მალე მიიღებს უვიზო მიმოსვლას, შეიძლება საქართველომ ეს შესაძლებლობა დაკარგოს. ეს კი ნიშნავს მეტ სიღარიბეს, უმუშევრობას, იმას, რომ ათასობით მოქალაქემ დაკარგოს შესაძლებლობა ევროპაში სასწავლებლად, სამუშაოდ, სამკურნალოდ სიარულისა, გაუქმდება დროებითი დასაქმების პროგრამები და სხვა. ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ივანიშვილს ეკისრება. ევროკავშირის აღმასრულებელმა შტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს საგარეო ლეგიტიმაციას, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და არ შეიქმნება ახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარემო. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის სამართლიან პროტესტსა და ბრძოლას“, – განაცხადა სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა