ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

აბუ-დაბი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებამდე ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო, ხოლო ფინალურ შეხვედრაში იანგ იუნგ ვეის სძლია და საქართველოს ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე პირველი მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი;
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;
81 კგ – ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე;
90 კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი;
+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი;
57 კგ – ნინო ლოლაძე;
63 კგ – ეთერ ასკილაშვილი;
78 კგ – სოფიო სომხიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.