გიორგი სავანელი: მთავარია „ლაივი“ ხომ არ გააფუჭეს, ბავშვი რა საფიქრალია

რეჟისორი გიორგი სავანელი:
„ყველასათვის სამოთხეო ნანატრო“… „სხვა სამშობლო არ მინდა“… მღერიან და მიდიი… მერე რა, რომ არავინ იცის რატომ არასრულწლოვანი, ბავშვი წაიქცა და არც ის რა მოუვიდა…
მთავარია „ლაივი“ ხომ არ გააფუჭეს, ბავშვი რა საფიქრალია.
გული რომ მერევა ამ ყალბ, უშინაარსო, არაფრისმომცემ და არაფრისმთქმელ სასიმღერო შოუებზე, აი გუშინდელი ფაქტი კიდევ მეტად მარწმუნებს, რომ დამსახურებულადაც მაქვს მიუღებლობა ამ ტაკიმასხარაობის და ვოკალით ჟონგლიორობისადმი.
ვის რად უნდა მაგათი, ან ნებიმისერის სიმღერა და კარგად აღებული ნოტი. სიმღერა ხელოვნება, ხელოვნებას სული სჭირდება პირველ რიგში… და რა სულსა და სულიერებაზე ვლაპარაკობთ, როცა 3 წუთი ადამიანი არ აღმოჩნდება , მოიკითხოს ბავშვი მოულოდნელად რატომ დაეცა?!
თან რა სარკასტული იყო, გვერდით გაურკეველი მიზეზით დავარდნილი ბავშვის ფონზე მღერიან „სამოთხეო ნანატრო […] სხვა სამშობლო არ გვინდა“-ო…
ესაა მაგათი სამოთხე, არა?
და ესაა, ის სამშობლო როგორიც უნდათ და არა სხვანაირი, ხომ?!
ჰოდა, კარგად იცოდეთ, თქვენ ნოტებზე აჭყლოპინებულებო, ჩვენი სამშობლო მასეთი არ იქნება!
თქვენ რომ „ოცნებობთ“ მასეთი არ იქნება საქართველო!
ამიტომაც ღირს ბრძოლად, რომ თქვენი „ნანატრი“ არასოდეს აგიხდეთ!
არამედ ის საქართველო სადაც ადამიანია საძირკველი და ფუნდამენტი სახელწმიფოებრივი ცნობიერებისა!
ისე, რაღაცნაირად სიმბოლურიცაა, რომ ეს უსულგულო აქტი საზოაგდოებრივ მაუწყებელზე მოხდა. სწორედ ესაა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახე და იმ ხალხის რომელის დღეს ქმნის მას!
ეგეც დასრულდება და ყველას მოეკითხება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე

მერაბ მეტრეველი: კობახიძე ცდილობს რუსების მიერ დაპყრობილ ერებს: ქართველებს, სომხებს, ესტონელებს და ა.შ. ისეთივე პასუხისმგებლობა დააკისროს საბჭოთა კავშირის დანაშაულებზე, როგორი პასუხისმგებლობაც აქვთ რუსებს (ვიდეო)