არქივი5 ნოემბერი 2024, 22:54
გიორგი რურუა - სუს-დან მივიღე უწყება, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა

გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გიორგი რურუა FACEBOOK-ზე წერს.
გიორგი რურუას განცხადებით, გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს.
„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა.
აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი”, - წერს გიორგი რურუა FACEBOOK-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.