გიორგი რობაქიძე: ემიგრანტებისთვის უცხოეთიდან ხმის მიცემის უფლების გაუქმებით, ჩვენმა „ეროვნულმა“ და ‘’სანაქებო“ ხელისუფლებამ უცხოეთში მცხოვრებ მილონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს მკაფიოდ და ცალსახად განუცხადა, რომ…

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დიპლომატი გიორგი რობაქიძე:

დღეისათვის არსებული მონაცემებით, მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე უცხოეთშია წასული და დღე და ღამე შრომობს, რომ იქ სიმწრით ნაშოვნი ფულით საქართველოში დარჩენილი ოჯახები არჩინონ.
ემიგრანტებისთვის უცხოეთიდან ხმის მიცემის უფლების გაუქმებით, ჩვენმა „ეროვნულმა“ და ‘’სანაქებო“ ხელისუფლებამ უცხოეთში მცხოვრებ მილონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს მკაფიოდ და ცალსახად განუცხადა, რომ ინისი მეორე ხარისხოვანი ადამიანები არიან და საკუთარი ქვეყნის ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
ცინიზმის და უტიფრობის პიკია იმაზე აპელირება, რომ თითქოს ვისაც სურვილი ექნება შეეძლება საარჩევნოდ ქვეყანაში დაბრუნება ხმის მისაცემად.
არ მეგულება საქართველოში ოჯახი, რომლის ერთი ნათესავი მაინც არ იყოს უცხოეთში წასული. ხომ ყველასთვის ცხადია, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ნახულობენ შვილებს, მეუღლეებს, მეგობრებსა და ნათესავებს, რადგან ამის არც ფინანსური და არც იურიდიული შესაძლებლობა არ აქვთ (რადგან მათ უმეტესობას უბრალოდ არ აქვს ლეგალური სტატუსი), ვერანაირად ვერ შეძლებენ საარჩევნოდ ქვეყანაში დაბრუნებას.
ამიტომ ნაძირლები ხართ ყველა ვინც ასეთ კანონებს იგონებთ, ვინც მას ხმას აძლევთ და ვინც მას „აპრავებთ“. 🤮🤮🤮
❗️❗️❗️მაგრამ ყველაზე დიდი ნაძირლები ის ხალხი ხართ ვისაც კარგად გესმით რომ ქვეყანას კარგავთ, მაგრამ კონფორმიზმისა და პირადი გამორჩენის გამო სირაქლემას პოზაში დგახართ ქვიშაში თავჩარგულები ❗️❗️❗️
❗️თქვენი სიჩუმე ყველაზე ხმამაღალია

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!