გიორგი ჟამერაშვილი: მაგრამ გეფიქრება იმაზე გულშემატკივარი რატომ მოგვაკლდაო… მაგრამ გეფიქრება ბიზნეს წილებზე….

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი:
წარმოიდგინე მსოფლიოს დონის სპორტსმენი ხარ, ირკვევა რომ შენს ხალხს ქიმიური ნივთიერებით წამლავენ და დუმხარ.
მაგრამ გეფიქრება იმაზე გულშემატკივარი რატომ მოგვაკლდაო…
წარმოიდგინე შენი კარიერის დამსახურებით რომელიმე წამყვან სახელმწიფოში მოღვაწეობ და ის ხალხი ვინც ევროპულ ქვეყანაში ცხოვრებისთვის იბრძვის, შენთვის არავინ არის, მათზე თავდასხმისას დუმხარ…
მაგრამ გეფიქრება ბიზნეს წილებზე….
და გეფიქრება ყველაფერზე გარდა შენი ხალხისა… მაგრამ თუ ოდესმე პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებ ეს იქნება ძალიან ომახიანი, თავაწეული მადლობა ივანიშვილის ან არალეგიტიმური პრემიერის მიმართ რომლებიც საკუთარ ხალხს ძალაუფლების სანაცვლოდ მოსაკლავად იმეტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “