გიორგი პერტაიამ ჩეხეთის ელჩთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს უმასპინძლა - ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრისას, ძირითადი აქცენტები პროფესიულ განათლების, განახლებადი ენერგიისა და მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტ-იმპორტის საკითხებზე გაკეთდა.
„მხარეებმა ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თემებზეც იმსჯელეს. ამ მხრივ კი, ხაზი გაესვა ჩეხური და ქართული ბიზნესების დაახლოების საკითხებსა და ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ფორუმების გამოცდილებას .
შეხვედრისას, აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და გამოითქვა მზაობა სავაჭრო-საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.