ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ნაზღაიძის მიმართ თავდასხმის მცდელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ტელეწამყვან, გიორგი ნაზღაიძის მიმართ თავდასხმის მცდელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი2-ის რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" წამყვანს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, ახალგაზრდების ჯგუფი ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ დაუპირისპირდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა. რეაგირების მიზნით, ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. თავად ტელეწამყვანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.