ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი მიქუტაძემ შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში განაგრძოს

hammers news-ისა და West Ham Central-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ "ვესტ ჰემში" განაგრძოს.
"ჩაქუჩების" დირექტორმა ტიმ შტეიდტენმა დაადასტურსა ინფორმაცია, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ფორვარდს შეიძენს, რადგან ამას საჭიროებს.
ლონდონელთა ახალი დამრიგებლის ხულენ ლოპეტეგის მთავარი სამიზნე "სევილიას" ფორვარდი იუსუფ ენ-ნესირი ყოფილა, მაგრამ London Stadium-ის ბინადარნი ქართველის ვარიანტსაც განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ "ვესტ ჰემს" მიქაუტაძის დამატება გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა მაშინ ჩვენებურმა "აიაქსს" მიაშურა. გუშინ კი "მეცმა" ქართველი ნიდერლანდული გუნდიდან ოფიციალურად გამოისყიდა.
შეხსენებისთვის,
ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას გავრცელდა ცნობა, რომ გიორგიმ ლიგა 1-ის ვიცე-ჩემპიონ "მონაკოსთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა და კარიერასაც ამ გუნდში გააგრძელებდა.
West Ham Central მიქაუტაძის სიტყვებს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატმა ევროპის მასშტაბით ახალი შესაძლებლობა გაუხსნა, ახლა შვებულებაში მიდის, ვარიანტებს განიხილავს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.