ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი მიქაუტაძე - არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ

ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
როგორც ქართველმა ბომბარდირმა აღნიშნა, გუნდი გაჩერებას არ აპირებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ძალიან მინდოდა. მადლიერი ვარ, რომ საქართველომ გაიმარჯვა და გავედით მერვედფინალში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქომაგები გავახაროთ. არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
საქართველომ პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებისთანავე პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ მეორე ტაიმის დროს საქართველოს ნაკრების ანგარიშს კიდევ ერთი ქულა მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, ორივე თამაშში გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელიც ზუსტი დარტყმების წყალობით ბომბარდირი გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.