ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ ყაველაშვილზე - ნუ განმახილვინებთ ამ კანდიდატურას იმიტომ, რომ აზრი არ აქვს, ეს არ არის ლეგიტიმური პროცესი

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ ყაველაშვილზე - ნუ განმახილვინებთ ამ კანდიდატურას იმიტომ, რომ აზრი არ აქვს, ეს არ არის ლეგიტიმური პროცესი

კონკრეტულად ნუ განმახილვინებთ ამ კანდიდატურას [მიხეილ ყაველაშვილს] იმიტომ, რომ კანდიდატურის განხილვას არაფერი აზრი არ აქვს, ეს არ არის ლეგიტიმური პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
როგორც მარგველაშვილი განმარტავს, ხელისუფლებას საერთაშორისო აღიარება არ აქვს.
„არის ადამიანების რაღაც ჯგუფი, რომლებმაც ხელისუფლება მიიტაცეს, შემდეგ ამ ჯგუფმა პარლამენტის შექმნის იმიტაცია გააკეთეს, შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების იმიტაცია და ახლა პრეზიდენტის დასახელების იმიტაციის გაკეთებას აპირებენ. აზრი, არსი ამაში ის არის, რომ ეს ყველაფერი ძალადობა და ტყუილია. ვინც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ამ ძალადობის და ტყუილის ფასადში მოქცეული, მნიშვნელობა არ აქვს არც ჩემთვის, არც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბუნებრივია, არც ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში ამ ჯგუფს ხელისუფლებად, მთავრობად არ მოიხსენიებენ, დე-ფაქტო მთავრობადაც არ მოიხსენიებენ. ამიტომ ისინი მათზე ლაპარაკობენ, როგორც გარკვეულ ძალადობრივ დაჯგუფებაზე საუბრობენ, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი სახელი, რომ იტყვიან „სტალინის ვეფხვები“ თუ რაღაც ასეთი, „ქართული ოცნება“ ჰქვია ამ ძალადობრივ ჯგუფს. შესაბამისად, რას გააკეთებენ, რა პროცედურას ჩაატარებენ, ნაკლები მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ის თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ლაზარე მაღლაკელიძის სასამართლო პროცესზე მივიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.