ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი მარგველაშვილი - ვეტოს დაძლევა იმპულსი იქნება ქვეყნის გათავისუფლებისთვის - რაც უფრო ძლიერად ვიდგებით აქ, მით უფრო ძლიერი იქნება სანქციები იქ!

მოლოდინი მაქვს ნეგატიური, პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა. პოზიტივია ის, რომ ეს არავისთვის იქნება შოკი, იმპულსი იქნება ქვეყნის გათავისუფლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ის საკანონმდებლო
ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო ძლიერად ვიდგებით, მით უფრო ძლიერი იქნება “ქართული ოცნების” წევრებზე სანქციები.
“მოლოდინი მაქვს ნეგატიური, ვეტო დაიძლევა. პოზიტივია ის, რომ ეს არავისთვის იქნება შოკი, იმპულსი იქნება ქვეყნის გათავისუფლებისთვის. ამის შემდეგ, უნდა ველოდოთ, რომ
მუხტი გაღრმავდება. რეჟიმი ყველა გზას, რომელიც მათ ხელში იქნება, ლეგიტიმურს თუ არალეგიტიმურს, ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს. რაც უფრო ძლიერად ვიდგებით აქ, მით უფრო ძლიერი იქნება სანქციები იქ”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.