გიორგი მამარდაშვილი – ახლა ვიწყებთ, ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი

ახლა ვიწყებთ, ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან თამაშის მოგების შემდეგ განაცხადა.
მამარდაშვილის განმარტებით, ყველაფერი ახლა იწყება.
მისივე თქმით, ალბანეთთან დაგეგმილი მატჩიც მარტივი არ იქნება, თუმცა, საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ჩემი აზრით, ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და განვითარებას. ევროპის ჩემპიონატი იყო გარდამტეხი, რაც გვეხმარება განვითარებაში თითოეულ ფეხბურთელს და გუნდს. ასე რომ, ახლა ვიწყებთ და ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი“, – განაცხადა მამარდაშვილმა.
მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„როცა საქართველოში ვთამაშობთ, ყოველთვის განსაკუთრებული თამაშებია“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მეკარემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული