გიორგი კობერიძე: ესტონეთის ქალაქი ნარვა კი, რომელიც რუსეთისაგან მხოლოდ ერთი ხიდითაა გამოყოფილი 9 მაისს იმ ბანერით ხვდება, რომელიც ასე აღიზიანებს რუსეთს

“9 მაისს მოსკოვი გადაკეტილი ქუჩებით, მობილიზებული თავდაცვითი სისტემებით, მოხალისეთათვის დარიგებული ბინოკლებით, დახურული საჰაერო სივრცით, შეზღუდული ინტერნეტითა და ცენტრალურ რაიონებში ჩამხშობი სისტემებით ხვდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – კრემლი გამარჯვებას შიშით ხვდება, მით უფრო რომ ბოლო 48 საათია უკრაინის მოსაზღვრე რუსული რაიონები აქტიური დაბომბვის სამიზნე გახდა. პრო-რუსმა და დაშინებულმა მოკავშირეებმა მაინც მოიყარეს მოსკოვში თავი. როგორც ჩანს კრემლმა მათ მკაცრად განუმარტა თუ რა სურდა მათგან.
აი ესტონეთის ქალაქი ნარვა კი, რომელიც რუსეთისაგან მხოლოდ ერთი ხიდითაა გამოყოფილი 9 მაისს იმ ბანერით ხვდება, რომელიც ასე აღიზიანებს რუსეთს რადგან თვისებრივად სიმართლეზეა დაფუძნებული ის – პუტლერი, ომის დამნაშავე,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”