ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ენმ დატოვეს

“ჩვენ ვტოვებთ პარტიას” – ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ, გიორგი კირთაძემ გააკეთა.
“ჩვენ ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეის ერთგულები, ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან, დეტალებს საზოგადოება უახლოეს ხანებში, ეტაპობრივად გაიგებს. შესაძლოა, ეს იყოს პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ნიკა მელიასთან კომუნიკაცია გვქონდა და გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ის უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას და თუკი ის ახალ პარტიას დააფუძნებს, აუცილებლად შევუერთდებით,” – თქვა კირთაძემ.ნაციონალური მოძრაობ ბათუმში პარტიის 8 წევრმა დატოვა. მათ შორის არიან საკრებულოს და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.