ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი კეკელიძე: რა უნდა შეაგებო მშველელ სიტყვად იმ ქალს, ახლა შვილები და ქმარი რომ წაართვა მეწყერმა

რა უნდა შეაგებო მშველელ სიტყვად იმ ქალს, ახლა შვილები და ქმარი რომ წაართვა მეწყერმა. იმ ქალს – მათთვის წასულს უცხო ქვეყანაში და მათ საგლოვად ჩამოსულს. უძალოა ყველა ეგეთი შემწე და იმთავითვე განწირული. შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა, - წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.