გიორგი კახიანი – სინამდვილეში ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები – მათი მიზანია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა შვეიცარიაში ვიზიტის დროს თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის „ნაციონალური მოძრაობის” წევრების წარსული და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს.
„პოლიტიკური პარტიები იქმნება, რომლებიც თავის თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს, არ არიან „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი. სინამდვილეში, ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. გვარამიასა და მელიას გაერთიანება ერთ მიზანს ემსახურება – იქნებ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, „ნაცმოძრაობისგან” დისტანცირდნენ და რამენაირად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის ერთის და მეორის წარსული. შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება