ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი კახიანი - გუნდში ისედაც კარგი მდგომარეობა იყო ყველა თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება - ეს არ იყო საარჩევნო გათვლა

გუნდში ისედაც კარგი მდგომარეობა იყო ყველა თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება - ეს არ იყო საარჩევნო გათვლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ღირსეული ადამიანია და მისი პრემიერობის პირობებში, ქვეყანას ძალიან დიდი წინსვლა ჰქონდა.
„გუნდში ისედაც კარგი მდგომარეობა იყო ყველა თვალსაზრისით, როგორც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე სხვა გაგებითაც, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება. ეს არის ჩვეულებრივი შიდა დემოკრატიული პროცესი და ასეთი ცვლილებებით გუნდი კიდევ უფრო ძლიერდება. ეს არ იყო საარჩევნო გათვლა“, - განაცხადა კახიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.