ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი კალანდიას წიგნის პრეზენტაცია ლონდონში გაიმართა

გიორგი კალანდიას წიგნის პრეზენტაცია ლონდონში გაიმართა

11 მარტს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის სამეცნიერო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნა.
საგამომცემლო სახლის “სეზანის” მხარდაჭერით დაბეჭდილი გიორგი კალანდიას წიგნის “უორდროპები და საქართველო”-ს პრეზენტაცია, ლონდონში სამეფო აზიური საზოგადოების მთავარ დარბაზში გაიმართა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საზოგადოების პრეზიდენტმა რობერტ პიბოდმა. აქვე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის შეტანილი განსაკუთრებული სამეცნიერო წვლილისათვის ვერცხლის მოოქრული მედლით დაჯილდოვდა სამეფო აზიური საზოგადოების დირექტორი ალისონ ოტა.
აქვე უორდროპებისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით ჩატარდა. საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება უკვე ერთი წელია არსებობს და ის ინგლისისა და საქართველოს სამეცნიერო წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.

არქივის შესახებპირველწყარო: artinfo.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.