ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი კალანდარიშვილმა რეპრესიების მანქანა საკუთარი მრჩევლის წინააღმდეგ აამოქმედა

გიორგი კალანდარიშვილმა რეპრესიების მანქანა საკუთარი მრჩევლის წინააღმდეგ აამოქმედა

ერთი პოსტის გამო საჯარო მოხელე, 16 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სამსახურიდან გაუშვეს. გიორგი კალანდარიშვილმა რეპრესიების მანქანა საკუთარი მრჩევლის წინააღმდეგ აამოქმედა. ვაკო მაისურაძეს რეჟიმის მსახურმა ცესკოს თავმჯდომარემ უთხრა, რომ მისი სამსახური რეორგანიზაციას ემსხვერპლა, თუმცა, რეალურად, საჯარო მოხელეს ძალადობის საჯარო დაგმობა და ევროპული მომავლის დაცვა არ აპატიეს.

ყოფილი მრჩეველი გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. ვაკო მაისურაძემ დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით უკვე მიმართა სახალხო დამცველს. საჯარო მოხელე, რომელმაც უწყებაში ორი სხვადასხვა ხელისიფლების პერიოდში იმუშავა და რიგი მიმართულებების რეფორმატორი იყო, დარმწუნებულია, რომ მის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა.

რეჟიმის მხილებას განაგრძობენ საჯარო მოხელეები, ვისი სამსახურიც პოლიტიკურ წმენდას ემსხვერპლა. აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაუშვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის თანამშრომელიც. პავლე გახარიას შრომითი ხელშეკრულება ყველანაირი დასაბუთების გარეშე შეუჩერეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.