პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა.
გიორგი კალანდარიშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება, რაზეც პროკურატურამ გამოძიება თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
როგორც კალანდარიშვილმა გამოკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურას მის ხელთარსებულ ყველა იმ ინფორმაციას მიაწვდის.
გარდა ამისა, კალანდარიშვილის თქმით, არჩევნების დღიდან დღემდე „არც ერთი ხელშესახები გარემოება არ გვინახავს, რომელიც იტყოდა, რომ სისტემურ ან არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი“.
„პროკურატურას ჩემს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მივაწვდი, რომელიც გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანი იქნება. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და აღნიშნული გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა თანამშრომელი იკითხება. ვფიქრობ, ეს გამოძიება გაგრძელდება და გამოიკითხებიან სხვა პირებიც, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნებიან გამოძიების ეფექტიანად განხორციელებისთვის. გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას მათ შორის, ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების გაყალბებასთან და მანიპულაციასთან დაკავშირებით გაისმა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ვერიფიცირებული და ობიექტური ინფორმაცია. განსაკუთრებით იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც პოსტსაარჩევნო პერიოდში ვრცელდება.
დღეს არჩევნებიდან 26-ე დღეა და დღემდე არც ერთი ხელშესახები გარემოება არ გვინახავს, რომელიც იტყოდა, რომ [არჩევნების პერიოდში] სისტემურ ან არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი და რომელსაც შეეძლო, მოეხდინა რაიმე გავლენა შედეგებთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.