არქივი1 მაისი, 2025, 14:15
გიორგი თავდგირიძე: ეს ეჭვები არ არის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს, ყველაფერს ნათლად ხედავს

"შეკითხვა ოცნებას: რუსეთი ომშია, პაკისტანი და ინდოეთი დიდი ომის ზღვარზე, უპასუხისმგებლო ქართველ ბიზნესმენებს იაფი უცხოტომელი მუშახელი შემოყავთ, გააზრებული გაქვთ როგორ გავუმკლავდეთ დემოგრაფიულ საფრთხეს? რატომ არ გვესმის მკაფიო განცხადებები, რატომ ვერ ვამჩნევთ სამზადის?
იქნებ პირიქით, იმიტომ დუმხართ რომ მორიგ ღალატს ამზადებთ?
მე მგონი თქვენც და რუსეთსაც გაწყობთ საქართველო ქართველების გარეშე.
ეს ეჭვები არ არის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს, ყველაფერს ნათლად ხედავს," - წერს სოციალურ ქსელში სამხედრო საქმის ექსპერტი, “ფარის” თანადამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.