გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ჩვენ გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, ჩართვა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა წყნარად, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის რაც ქვეყანას დააზიანებს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი ლაივი“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

მისივე თქმით, სტაგნაცია, რომელიც არსებობდა პოლიტიკაში ერთ დღეს შეიცვალა და გადაეწყო იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელიც მსოფლიოს ახალმა ადმინისტრაციამ შესთავაზა.

„მსოფლიო შეიცვალა, ხედავთ, რა პროცესები მიდის, დაპირისპირებები იქმნება ისეთ ადგილას, სადაც საერთოდ არავინ მოელოდა, ვთქვათ, აშშ-ს რომ ექნებოდა პრეტენზია კანადასთან. კანადის პრემიერ-მინისტრი ჩინეთში ჩავიდა, სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაიყო საუბარი, ეს თითქოს გამორჩა ყველას ყურადღებიდან, იგივე ვთქვათ, რა ხდება ლათინური ქვეყნების არეალში. ეს შეჩვეული სტაგნაცია, რომელიც არსებობდა პოლიტიკაში, უცებ ერთ დღეს შეიცვალა და გადაეწყო პრაგმატულ დღის წესრიგზე, რომელიც შესთავაზა მსოფლიოს [აშშ-ის] ახალმა ადმინისტრაციამ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, გრენლანდია რას წარმოადგენს, ღირს კი ამასთან დაკავშირებით კონფლიქტის განვითარება მოკავშირეებთან, ნატოს ფორმატში? ეს არის კუნძული, სამხრეთ ნაწილი დასახლებულია, 40 000 თუ 50 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ აშშ-ის ძალიან დიდი სამხედრო ბაზა იყო და არის დღესაც, რამდენიმე ასეული სამხედრო ემსახურება ამ ბაზას. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი სამხედრო ბაზა, ეს არის სამხედრო კოსმოსური ბაზა და მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით დღის წესრიგში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პრევენცია დგება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული