ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვეკუა - მცირე და საშუალო საწარმოებისთვის AI ტექნოლოგიები აღარ არის მხოლოდ ინსტრუმენტი, ის გახდა ბიზნესის წარმატების აუცილებელი წინაპირობა

გიორგი ვეკუა - მცირე და საშუალო საწარმოებისთვის AI ტექნოლოგიები აღარ არის მხოლოდ ინსტრუმენტი, ის გახდა ბიზნესის წარმატების აუცილებელი წინაპირობა

საქართველოს სავაჭრო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუამ მოდერატორობა გაუწია მოლდოვაში, კიშინიოვში გამართულ საპანელო დისკუსიებს თემაზე - „მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა საჭიროებები”. ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საპანელო დისკუსიებში, სადაც მონაწილეობა მიიღო სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა, ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
„ასევე, შეეხნენ ბიზნესის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობასა და მის როლს ბიზნესის ეფექტურობის კუთხით.
როგორც გიორგი ვეკუამ საპანელო დისკუსიის მსვლელობისას აღნიშნა - ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად გარდაქმნის თანამედროვე ბიზნესს. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის AI ტექნოლოგიები აღარ არის მხოლოდ ინსტრუმენტი - ის გახდა წარმატების აუცილებელი წინაპირობა.
კონფერენცია პროექტის „ევროკავშირი ბიზნესისთვის: კომპანიების დაკავშირება“ (EU4BCC) ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც 2009 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პარტნიორობის შეთანხმებით ჩაეყარა საფუძველი.
პროექტის მიზანი იყო მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ინვესტიციების მოზიდვისა და კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარების გზით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.