ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - ხაზავ 41-ს, ნიშნავს სიღარიბეს, სიღატაკეს იზოლაციაში, ხაზავ 5 ნომერს, ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში - ვფიქრობ, ასეთი დიდი შანსი არ მოგვცემია უახლოესი პერიოდის მანძილზე

გიორგი ვაშაძე - ხაზავ 41-ს, ნიშნავს სიღარიბეს, სიღატაკეს იზოლაციაში, ხაზავ 5 ნომერს, ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში - ვფიქრობ, ასეთი დიდი შანსი არ მოგვცემია უახლოესი პერიოდის მანძილზე

რა მოიტანეს 12 წლის მანძილზე? მოიტანეს მეტი უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, მილიონზე მეტი ადამიანი, რომელმაც დატოვა საქართველო, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” გზა არის გზა, რომლითაც მათ უნდათ, რომ მხოლოდ თავად ცხოვრობდნენ კარგად ამ ქვეყანაში.
“არჩევანი მართლაც ძალიან ადვილია, კეთილდღეობა ევროპაში ან სიღატაკე იზოლაციაში. ივანიშვილის და “ქართული ოცნების” გზა არის გზა, რომლითაც მათ უნდათ, რომ მხოლოდ თავად ცხოვრობდნენ კარგად ამ ქვეყანაში და თქვენ, ჩემო ძვირფასებო, მუდმივად იყოთ გაჭირვებაში, ოჯახები მუდმივად იყოს გაყოფილი და იყოს მძიმე ვითარება.
რა მოიტანეს 12 წლის მანძილზე? - მოიტანეს მეტი უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, მილიონზე მეტი ადამიანი, რომელმაც დატოვა საქართველო.
20 000-ით არის შემცირებული შობადობა ქვეყანაში. პენსიები, რომელიც, ფაქტობრივად, არ უზრუნველყოფს არაფერს და პენსიონერს უწევს წამალსა და საჭმელს შორის არჩევანის გაკეთება. ყოველი მეორე სტუდენტი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, ავტომატურად უმუშევარია.
დღეს გამოდიან და დასაქმებას ეძახიან 300-ლარიან, 400-ლარიან სამსახურებს.
მე მინდა, კითხვა დავუსვა მათ - 300 და 400 ლარად თქვენ თვის მანძილზე თქვენს ოჯახს შეინახავთ?
აი, ეს არის ის გარემოება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ და წავიდეთ ევროპისკენ. იმიტომ, რომ იქ არის კეთილდღეობა.
წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გთავაზობთ, ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირის პასპორტს, ჩვენ გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, რომ მინიმალური ხელფასი იყოს 1500 ლარი, საშუალო ხელფასი 3500 ლარი.
ჩვენ გთავაზობთ 14 მლრდ ევროს მოტანას საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ კეთილდღეობას, უბრალოდ, ბედნიერად და ნორმალურად რომ ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის შემოთავაზება, რომელიც არის ჩვენგან.
ამიტომ, ხაზავ 41-ს, ნიშნავს სიღარიბეს, სიღატაკეს იზოლაციაში, ხაზავ 5 ნომერს - ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში და მართლაც, ვფიქრობ, რომ ასეთი დიდი შანსი არ მოგვცემია უახლოესი პერიოდის მანძილზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.