გიორგი ვაშაძე – ჩვენი ბარიერია 40-45%, რომლის გადალახვას ვაპირებთ – შემოვა ბარიერის დაწევაზე კანონი? – მივცემ ხმას, არ შემოვა და მაინც ვიცით, როგორ გავუშვათ რუსული რეჟიმი

ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება, ჩვენი ბარიერია 40-45%, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ბარიერის შესახებ საუბრისას განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, თუ საარჩევნო ბარიერის ცვლილება დაინიცირდება, მაშინ მას მხარს დაუჭერენ, თუმცა „გამარჯვების“ პლატფორმამ ბარიერის დაწევის გარეშეც იცის, როგორ უნდა დაამარცხოს „ქართული ოცნება“.
„გამოვა ეს საკითხი? ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ბარიერი. გამარჯვების კოალიცია „ნაციონალური მოძრაობა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ამოცანაა გავიდეთ პირველ ადგილზე არჩევნებში. ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება , ჩვენი ბარიერია 40-45%, რომელიც უნდა გადავლახოთ და ამის გადალახვას ვაპირებთ. აუცილებლად ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. დანარჩენ ბუღალტერიაში ვერ შევალ. შემოვა კანონი, მივცემ ხმას, არ შემოვა? მაინც ვიცით როგორ უნდა გავუშვათ რუსული რეჟიმი ხელისუფლებიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”