– შევთანხმდით, რომ ერთობლივად გავაკეთებთ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან – შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი

შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან – ჩავთვალოთ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა ერთიანობისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სიაში შევა ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში.
„შეხვედრას შევაფასებ პოზიტიურად. ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეულწილად ეს ფორმატი იქნება, რომელსაც გინდათ პლატფორმა უწოდეთ და სადაც სისტემურად, ყოველკვირეულად, ან ორ კვირაში ერთხელ შევხვდებით და შევაჯერებთ პოზიციებს, რაც არის ძალიან კარგი. ჩვენს ერთიან ქმედებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვოთ და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოთხოვნაც ესაა. ვისაუბრეთ ევროპარლამენტში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც საქართველოს შეეხება. ასევე მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც მიემგზავრება. შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან. იქნება ეს გამომძიებელი, მოსამართლე, ცრუ მოწმე, მტკიცებულებების გამყალბებლები – ყველას გვაქვს ეს მონაცემები მოგროვებული. შევაჯერებთ ამას და ჩვენს პარტნიორებთან გვექნება ამ სახელობითი სიებით მუშაობა იმისთვის, რომ მათი სანქცირება, გადაადგილების შეზღუდვები დაისვას, თავისი მტკიცებულებებით. სიაში შევა ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში. მაგრამ ამ შეხვედრიდან პოზიტიურია ის, რომ შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი. აქედან ვეუბნები კობახიძეს, მდინარაძეს, პროკურატურას – არ გიშველით ხალხო ეს ყალბი ძალის დემონსტრირებები, იმიტომ, რომ თქვენი დრო მძიმედ დასრულდება. ჩავთვალოთ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა ერთიანობისკენ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა