გიორგი ვაშაძე – ყველაზე ნაკლებად მჯერა, რომ უნგრეთში ჩვენს ინტერესებს დაიცავს, „ოცნებას“ საერთოდ არ სურდა სტატუსის მიღება – ხალხმა ევროპას საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ თავად უნდა გააგონოს

ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ის არის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში, „ქართულ ოცნებაშიც“ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო დელეგაციის უნგრეთში ვიზიტს.
ვაშაძის აზრით, კობახიძე ქართულ ინტერესებს არ დაიცავს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა ევროპას საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ გააგონოს. ამასთან, მისივე თქმით, ორბანი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ნეგატიურ როლს თამაშობს.
„ფაქტია და სამწუხაროა, რომ ორბანი ამ შემთხვევაში ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში. კონკრეტულად რა იქნება შინაარსი კობახიძესთან შეხვედრის, სამწუხაროდ, პროევროპული ოჯახის გაფართოების დიდი ინტერესი, „ქართულ ოცნებაშიც“ არ არის, მათ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. ისინი ფაქტის წინაშე არიან, რომ მათმა რუსულმა დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა, დანარჩენს ვნახავთ, რაზე იქნება საუბარი. მთავარია, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, ყველანი ვიდგეთ ერთად.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა 9 დეკემბერს ინიცირებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მძლავრი ხმა გავაგონოთ ევროკავშირს. ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ის არის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია