ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული ძალადობა აშკარა ნიშანია იმისა, რომ ეშინიათ, რადგან იციან, მათი დრო დასრულდა!

ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე , - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ, საერთო ძალისხმევით ხელისუფლება შეიცვლება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.
"ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ძალადობა აშკარა ნიშანია იმისა, რომ ეშინიათ, რადგან იციან, მათი დრო დასრულდა!ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასე დაგვყოფს, თუმცა ისინი ცდებიან, ქართველი ხალხის ნებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. 26 ოქტომბერს ერთიანობით და საერთო ძალისხმევით მათ აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და ერთად გავიმარჯვებთ!", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.