გიორგი ვაშაძე – უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მხრიდან, მათ შორის „ვაიმარის სამკუთხედის“ მექანიზმები შეიძლება გააქტიურდეს – ბევრი სამუშაო ფორმატი გვაქვს დაქოქილი

უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, გერმანელი პარტნიორები ქართველებისგან ელოდებიან „კიდევ უფრო მეტ აქტივობას, კიდევ მეტ პროტესტს, მეტ ერთიანობას“.
„უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მხრიდან. ქართველი ხალხის პროტესტს აქვს ძალიან სერიოზული შედეგები იმიტომ, რომ პირველად ხდება, რომ გერმანია ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში და არ ელოდება ბრიუსელის გადაწყვეტილებას, თუნდაც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით იმ ცხრა პირზე, ვისაც შეზღუდვები დაუწესეს. კიდევ სხვა მექანიზმები, რომელიც შეიძლება ჩაირთოს, მათ შორის „ვაიმარის სამკუთხედის“ მექანიზმები შეიძლება გააქტიურდეს. ჩვენი მხრიდანაც ელოდებიან კიდევ უფრო მეტ აქტივობას, კიდევ მეტ პროტესტს, მეტ ერთიანობას, რაზეც აუცილებლად თქვენც ნახავთ ახლო მომავალში, რომ ბევრი სამუშაო ფორმატი გვაქვს დაქოქილი პოლიტიკური პარტიების მხარეს, სადაც სხვადასხვა დოკუმენტები დგება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს