ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ და შემდეგ ძალიან მარტივად შევთანხმდებით კოალიციურ მთავრობაზე - არ არის სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო

გიორგი ვაშაძე - სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ და შემდეგ ძალიან მარტივად შევთანხმდებით კოალიციურ მთავრობაზე - არ არის სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო

პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობის დასახელებაში. ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი და სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ „ქართულ ქარტიასა“ და კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ახლა სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო არ არის.
„ჩვენი პოზიცია ძალიან კონკრეტულია, ქარტიიდან გამომდინარე, პრეზიდენტს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობის დასახელებაში, ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი და სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ. შემდეგ ძალიან მარტივად შევთანხმდებით კოალიციურ მთავრობაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ გაუძღვება. არ არის სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო. 4 სუბიექტს შორის უნდა იყოს კონსენსუსი და შეთანხმება. ყველაზე სწორია, რომ 20 ოქტომბერს ყველანი აქციაზე მივიდეთ და ჩვენი დიდი ერთობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.