ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას - ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მის შეწყალებასთან დაკავშირებით

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა კვლევით მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას - ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მის შეწყალებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ყველა მოცემულობაა იმისთვის, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას [მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით]“.
„საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა კვლევით მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ათასობით, ათიათასობით და ასიათასობით ხელმოწერა შეგროვდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ღიად და მკაფიოდ ამბობენ, რომ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირს დემოკრატიით დავუახლოვდეთ. მგონი, ყველა მოცემულობაა იმისთვის, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვაშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.