გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე – გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ

უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე – გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ, თუ მზად ხარ, შეგვიძლია, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ ვაშაძე სატრანსპორტო პოლიტიკას არ იცნობს.
ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნული პრობლემის გარშემო მსჯელობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ამბობს, რომ თბილისში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი მოუგვარებელი პრობლემა არ არის:
ს მინდა გამოვეხმაურო: პირველი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში რაც ხდება, ეს არის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგი და ეს არის სიმართლე.
მეორე – ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ამის გადაწყვეტის გზები არ არსებობს, ვაშინგტონში ვარ ახლა და თუ -ს დედაქალაქში გადაჭრეს ეს პრობლემა, შესაძლებელია საქართველოშიც გადავწყვიტოთ.
მესამე – თუ შენი შეთავაზება ძალაშია, რომ მზად ხარ მოისმინო საქმიანი შეთავაზებები და ეს არ არის მოჩვენებითი, გთავაზობ, ორშაბათს თბილისში ვიქნები და შენთვის სასურველ დროს, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, ურბანისტებთან ერთად დავსხდეთ. გავიაროთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც არსებობს და სამი კომპონენტისგან შემდგარი გეგმა გავაკეთოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ახლა, რომ ცოტა მაინც შევამსუბუქოთ ეს ვითარება, შემდგომ კი დავსახოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები, რაზეც ძალიან ბევრი მოსაზრება გვაქვს.
უხამსი ეპითეტები საქმეს ხელს უშლის და მაინც მოგიწოდებ, რომ შეიკავო თავი ამ უხამსი ეპითეტებისგან. ველი შენგან გამოხმაურებას, თუ მზად ხარ, ჩვენც მზად ვართ, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა“, – განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ