ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - ვულოცავ ჩვენს მეგობარს მარკ რუტეს, ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას

მარკ რუტეს არჩევა, უფრო მეტად გააღრმავებს საქართველო-ნატოს ურთიერთობას, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე სოციალურ ქსელში ნიდერლანდების ყოფილ პრემიერს და VVD-ს ლიდერს, ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს მეგობარს, ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრს და VVD-ს ლიდერს, მარკ რუტეს, ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას! დარწმუნებული ვარ, მისი არჩევა, უფრო მეტად გააღრმავებს საქართველო-ნატოს ურთიერთობას!” - წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.