ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - ვიღაც მოვარდა და თავს დამესხა - ყელში მირტყამდა

გიორგი ვაშაძე - ვიღაც მოვარდა და თავს დამესხა - ყელში მირტყამდა

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ.
გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეომასალაც, რომელშიც, მისივე თქმით, თავდამსხმელი ჩანს.
“ამით დამესხა თავს (საგანი) ეს ადამიანი, კადრებიც არსებობს, დააფიქსირა ხალხმა სახეზე, ვინც არის… ყელში მირტყამდა ამას და ოდნავ გაკაწრული მაქვს, მაგრამ ყველაფერი კარგად არის.
ბრძოლას ვაგრძელებ და კობახიძესა და ივანიშვილს ვეუბნები: ამ ყველა “ტიტუშკას” ბოლოს თქვენს წინააღმდეგ ექნება ჩვენება მიცემული ამ დანაშაულისთვის, რომელსაც თქვენ ჩადიხართ!
უცებ მოვარდა ვიღაც და წამებში მოხდა ყველაფერი. მერე მომეხმარნენ და გაიქცა ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.