ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!

გიორგი ვაშაძე - ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!

პარტია „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
მისი შეფასებით, პარლამენტი არალეგიტიმურია, „შესაბამისად, არც კომისია არსებობს“.
„ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!
არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს! შესაბამისად – არც კომისია არსებობს!
ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს! ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.
თუ ვინმეს პასუხი უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე! იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც!” - წერს გიორგი ვაშაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.