ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - ველოდები ირაკლი კობახიძის პასუხს დებატებთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამცეს პასუხი: კი თუ არა

გიორგი ვაშაძე - ველოდები ირაკლი კობახიძის პასუხს დებატებთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამცეს პასუხი: კი თუ არა

დღე მესამე - ველოდები ირაკლი კობახიძის პასუხს დებატებთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამცეს პასუხი კი თუ არა - მე და ჩემი გუნდი მივიტანთ სრულ ინფორმაციას თუ როგორ ვაპირებთ ამ 14 მილიარდის მოზიდვას თავისი მაგალითებით და კონკრეტული დასახელებებით, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი, რომელიც გამოდის და ხალხს ესაუბრება, ვალდებულია საზოგადოებას პასუხი გასცეს - მიდის დებატებზე თუ არა.
„14 მილიარდი არის განათლების, რეგიონული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სისტემის, წარმოების, ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებისთვის. ეს 14 მილიარდი აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე ნაწილდება.
დღე მესამე - ველოდები ირაკლი კობახიძის პასუხს დებატებთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამცეს პასუხი კი თუ არა. მე და ჩემი გუნდი მივიტანთ სრულ ინფორმაციას თუ როგორ ვაპირებთ ამ 14 მილიარდის მოზიდვას თავისი მაგალითებით და კონკრეტული დასახელებებით. აბსოლუტურად ყველაფერი გამზადებული გვაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც გამოდის და ხალხს ესაუბრება, ვალდებულია საზოგადოებას პასუხი გასცეს - მოდის დებატებზე თუ არა“, - განაცხადა ვაშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.