გიორგი ვაშაძე – დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტი ჩუმად შეიკრიბა – ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია და ყველა მათი გადაწყვეტილება მიმართულია ადამიანის და მისი თავისუფლების წინააღმდეგ

დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტი ჩუმად შეიკრიბა – ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია და ყველა მათი გადაწყვეტილება მიმართულია ადამიანის და მისი თავისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ მათი ყველა გადაწყვეტილება არის უკანონო და არალეგიტიმური.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს ჰყავდეს ხალხის ნებით არჩეული პარლამენტი და ჰქონდეს დემოკრატიული მმართველობა. ამის ერთადერთი გზა კი ახალი არჩევნებია.
ბრძოლა გრძელდება, არ ვიღლებით და არ ვიშლებით გამარჯვებამდე!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი