ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევეს

ოპოზიციონერი დეპუტატები გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი გააძევეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც „რუსულ კანონს“ განიხილავენ.
„რუსული კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა სხდომა ხმაურიანად მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი და ასევე, მისცა გაფრთხილება. გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი ოხანაშვილმა გააძევა დარბაზიდან რეპლიკების გამო.
„დატოვეთ სხდომათა დარბაზი. არაერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრათ. გაბრძანდით“, — მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს.
„რუსული კანონის“ განხილვაზე პარლამენტში გამოცხადებულია უსაფრთხოების ე.წ. ყვითელ დონე — საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს, გარდა ტელევიზიებისა. ომბუდსმენმა, უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ მოუწოდეს პარლამენტს, ონლაინ მედიას მიეცეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება.
დღესვე „ქართულ ოცნებას“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დაგეგმილი აქვს აქცია, რისთვისაც ხალხი რეგიონებიდან ჩამოჰყავს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.