– აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ არჩევანი: ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი თუ რუსული პასპორტი

ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია არაერთი პროვოკაციული ქმედება, რისი მიზანიც საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებაა.
ბევრ პროვოკაციულ ქმედებაზე წავა იმისთვის, რომ აგვაცილოს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას.
ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ძალიან კონკრეტული არჩევანი: ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი, რომელიც არის გზა ცივილური სამყაროსკენ, თუ რუსული პასპორტი, რომელიც არის სიკვდილისკენ და განადგურებისკენ სვლა, ამიტომაც ძალიან ბევრ პროვოკაციას შეეცდება და მთავარია, ჩვენ მშვიდობიანად გავიაროთ ეს პერიოდები“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მოსამართლემ, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის გარდა, დაგვინიშნა სახაზინო ადვოკატები – ნელ-ნელა, ყველას გამოგვყრის და დარჩებიან მოსამართლე, პროკურორები და სახაზინო ადვოკატები, ერთმანეთში ექნებათ სიამტკბილობა

1 წე­ლი­წად­ში მი­ღე­ბუ­ლი 320 ათას ლარ­ზე მე­ტის ანა­ზღა­უ­რე­ბა ეროვ­ნულ ბან­კში, აქ­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ა­ში – რა არის ცნობილი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ნინო ჯელაძის ქონებაზე