ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე ამერიკაში უვიზოდ გამგზავრების პირობას დებს, როგორც კი ხელისუფლებაში მოვა

გიორგი ვაშაძე ამერიკაში უვიზოდ გამგზავრების პირობას დებს, როგორც კი ხელისუფლებაში მოვა
გიორგი ვაშაძე ამერიკაში უვიზოდ გამგზავრების პირობას დებს, როგორც კი ხელისუფლებაში მოვა, ანუ, მისი თქმით, 2024 წლის 27 ოქტომბრიდან ძალიან მალე. ამ საკითხზე მან ტვ “კავკასიის” ეთერში, დავით აქუბარდიასთან ჩართვისას განაცხადა.
“მე გეუბნებით, 26 ოქტომბერს ამათ (ქართულ ოცნებას) რომ შევცვლით, ძალიან მოკლე ვადაში, მე და თქვენ უვიზოდ გავემგზავრებით ამერიკაში ისე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე”– განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რაზეც აქუბარდიამ მიუგო, რომ 11 საათი თვითმფრინავში ვერ გაძლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.